დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 332 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 19/10/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016819 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის:
1. მე-4 პუნქტის: ა) „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე – „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით განსაზღვრული EX/II, EX/III, FL, OX და AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვისას. ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დაშვების მოწმობისათვის საქართველოს კანონმდებლობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი წესებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ მონაცემებს;“;
ბ) „გ.დ“ და „გ.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადასტურებელი დოკუმენტი; „გ.ე) შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა ან ლიცენზიის/ნებართვის სათანადო წესით დამოწმებული ასლი ან უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან კანონით და მინიჭებული აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორიც აქვს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას/ნებართვას.”. 2. მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოსვლისას, ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას – საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი საქართველოს საბაჟო საზღვარზე სატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელ პირს განუსაზღვრავს ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის) 3 სამუშაო დღის ვადას. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება უკან დაბრუნებას; ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი, საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვისას – საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი საქართველოს საბაჟო საზღვარზე სატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელ პირს განუსაზღვრავს ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის) 3 სამუშაო დღის ვადას. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებას არ ეძლევა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემდგომი გადაადგილების უფლება, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი, მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება უკან დაბრუნებას.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 20 ოქტომბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები