დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016184 |
34
19/10/2015
ვებგვერდი, 22/10/2015
010250020.35.129.016184
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენის წესის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 47-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 88-ე მუხლის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენის თანდართული წესი (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენის წესი
|
| მუხლი 1 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) გამგებლისა და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენის საკითხებს.
|
| მუხლი 2 |
მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
|
| მუხლი 3 |
საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
|
| მუხლი 4 |
1.
მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათი, აგრეთვე დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.chiatura.org.ge შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც. |
2.
გამგებლის ანგარიშს ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და/ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გამგებლის პირველი მოადგილე, მოადგილე და სამსახურების უფროსები. |
3.
საკრებულოს წევრის ანგარიშს ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და/ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე საკრებულოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელ ფრაქციასაც წარმოადგენს საკრებულოს წევრი. |
| მუხლი 5 |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, შეუზღუდავად დაესწრონ მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების განხილვას. |
| მუხლი 6 |
1.
საჯარო შეხვედრისას ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო/ვიდეომასალისა და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება.
|
2.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ განხილვაში მონაწილე ამომრჩევლებს ეძლევათ საშუალება, გამოთქვან თავიანთი შენიშვნები, წინადადებები და შეაფასონ გამგებლისა და საკრებულოს წევრის საქმიანობა. |
3.
მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. ოქმს ხელს აწერს შეხვედრის მომწყობი პირი. ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურში. |
4.
მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.chiatura.org.ge. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები