„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 10/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016183
33
19/10/2015
ვებგვერდი, 22/10/2015
010250020.35.129.016183
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №33

2015 წლის 19 ოქტომბერი

ქ. ჭიათურა

 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების   საფუძველზე,

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში (სსმ, 29/09/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ №1 დანართის მე-2 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურების წარდგენა წყდება საერთო-სახალხო ზეიმის „ჭიათურობის“ ჩატარებამდე ერთი თვით ადრე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი