„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.139.016201
30
16/10/2015
ვებგვერდი, 20/10/2015
040110030.35.139.016201
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2015 წლის 16 ოქტომბერი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 04/02/2015,  სარეგისტრაციო კოდი: 040110030.35.139.016177) .
1. დადგენილებით დამტკიცებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის მე-2 მუხლის  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ქონების შემძენი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას – კანონით განსაზღვრული პირი;“.

2.  მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში  მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, იღებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია მისი მოქმედების ვადის განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

3. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში, 1 თვის ვადაში, შეავსოს იგი სრულ ოდენობამდე.

4. მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განმკარგავის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ბრუნდება, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, მყიდველს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.“.

3. მე-4  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ელექტრონული აუქციონის ფორმით ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების  პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტე­ბის ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.“.

4. მე-5  მუხლის მე- 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ელექტრონულ აუქციონის ფორმით ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge“.

5. მე-8  მუხლის მე- 5  პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დადგენილ ვადაში გადაიხადოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, დადგენილი წესით დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები.“.

6.  მე-10  მუხლის პირველი   პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში – ოქმი) არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის ფორმდება წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება).“.

7.  მე-10  მუხლის  მეორე  პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში – ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის ბორჯომის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებულ სხვაობას.“.

8.  მე-10  მუხლში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე -9 პუნქტები: 

„8. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში პირობებით გადაცემისას უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დატვირთული ქონების მოთხოვნის უფლების მფლობელის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა), ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ ბორჯომის  მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.

9. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.“.

9. მე-14  მუხლის   მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„3. აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ადგილობრივ  ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge.“.

10. მე-16  მუხლის   მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„7. საჯარო აუქციონის ფორმით ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი და  ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი“.

11. მე-18  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. გარიგებათა გაფორმების წესი

1. საჯარო აუქციონის ფორმით ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, აუქციონატორისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.

2. საჯარო აუქციონის ფორმით ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, გარიგებათა გასაფორმებლად გამოიყენება ამ წესის მე-10 მუხლის მე-2-მე-9 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.“ .

12. მე-20  მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს,  რომელიც, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ, იღებს გადაწყვეტილებას მისი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ამ წესებით დადგენილი პროცედურებით.“.

13.  21-ე  მუხლში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

 „6. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონებით მოსარგებლე, რომელსაც ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის (რწმუნებულის) წერილობითი მოთხოვნის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაიხადოს ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური, სათანადო პერიოდში ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან ქონებით სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. აღნიშნული ქონების მიმართ განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.“.

14.  23-ე  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით,  აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.“.

15. 26-ე  მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, სარგებლობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება შემთხვევაზე, როდესაც მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“.

16. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

17. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0.1%, მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;“.

18. 27-ე  მუხლში  დაემატოს შემდეგი შენაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი, აგრეთვე, სარგებლობის უფლებით გადაცემული ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.“ .

19. 28-ე  მუხლის  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„3. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.“ .

20. 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც იხდის წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღები, წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1%, მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;“.

21. 32-ე  მუხლში  დაემატოს შემდეგი შენაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი, აგრეთვე, მართვის უფლებით გადაცემული  ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.“

22. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის გათვალისწინებით, საწყის საპრივატიზებო საფასურს განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“ .

23. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 34. ბორჯომის  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებული  მოძრავი  ნივთის საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის გათვალისწინებით, საწყის საპრივატიზებო საფასურს განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“.

24. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. ბორჯომის  მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასურის და ქირის საფასურის განსაზღ­ვრის წესი

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადა­ცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, ამ წესის 33-ე მუხლის შესაბამისად დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგენილი ქირის საწყისი საფასურის გათვალისწინებით.

2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადა­ცემისას, ქირის წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თანხმობით.

3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადა­ცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს  მიერ, არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერ­ტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგენილი ქირის საწყისი საფასურის გათვალისწინებით.

4. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადა­ცემისას, ქირის წლიური საფასურის ოდენობას განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თანხმობით.“.

25. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 36. წილების და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურის და მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილე­ბის/აქციების აუქციონის ფორ­მით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერ­ტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის გათვალისწინებით, საწყის საპრივატიზებო საფასურს განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.

2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადა­ცემისას, მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერ­ტი) დასკვნის საფუძველზე, წილების/აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით,  საწყის საფასურს განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე