დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „სართიჭალის გაზი“-ის აქციათა 95.07400%-ის მესაკუთრის - მერი მურალაშვილის განცხადება (აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ) | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „სართიჭალის გაზი“-ის აქციათა 95.07400%-ის მესაკუთრე - მერი მურალაშვილი |
| მიღების თარიღი | 19/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სააქციო საზოგადოება „სართიჭალის გაზის ” (ს/კ 226555484)
აქციათა 95.07400%-ის მესაკუთრის – მერი მურალაშვილის (პ/ნ 01006009424)
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
(აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ)
სს „სართიჭალის გაზის” აქციათა 95,07400%-ის მესაკუთრე – მერი მურალაშვილი (შემდგომში – „მყიდველი“ ), მოქმედებს რა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53 4 მუხლით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის უფლების ფარგლებში, აცხადებს საზოგადოების მინორიტარი პარტნიორისაგან მის საკუთრებაში არსებული აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.
სს „სართიჭალის გაზის” მინორიტარი აქციონერიდან აქციათა გამოსყიდვის მიზეზები ეფუძნება „მყიდველის ” მიზანს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოების მმართველობითი და სხვა შესაძლო ხარჯების შემცირება, მოქნილი მმართველობითი სისტემის დანერგვა, აქციონერთა შორის ან აქციონერსა და საზოგადოებას შორის შესაძლო დავების თავიდან აცილება და ა.შ.
წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ განმცხადებელი მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
სს „სართიჭალის გაზის” აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასი განისაზღვრება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის მიერ. ასევე , სასამართლოს მიერ დადგინდება აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლებით დადგენილი წესის მიხედვით.
აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აქციათა გამოსყიდვის ღირებულება, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53 4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განთავსებულ იქნება სპეციალურ ანგარიშზე.
მყიდველი,
მერი მურალაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები