საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2168
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020069
  • Word
2168
07/10/2015
ვებგვერდი, 23/10/2015
000000000.00.003.020069
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2168

 2015 წლის 7 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მსოფლიო გადასახადთა შემსწავლელ ონლაინპაკეტზე მიერთების მიზნით, ფისკალური დოკუმენტაციის საერთაშორისო ბიუროსაგან (IBFD) ერთწლიანი მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

2. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფისკალური დოკუმენტაციის საერთაშორისო ბიუროს (IBFD) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-19 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებითა და მე-20 და 21-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი  ი. ღარიბაშვილი