დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2166 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020057 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2166
2015 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში გასამართი საერთაშორისო ფორუმის „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს გამოუყოს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები