დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.120.016185 |
|
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ"სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №39დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა"-ქვეპუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №39 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 15.12. 2014წ სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016140), როგორც შემოსავლების ნაწილში, ასევე ხარჯების ნაწილში, ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, ცვლილებების შეტანის საკითხი და დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №39 დადგენილებაში |
| მუხლი 2 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსავლები14006.4 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის გადასახადები 1660.0 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015წლის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის გრანტები
10769.8 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის2015 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1285.6 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯები 10141.4 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტისარაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4414.5 ათ.ლარით, მათ შორის
ა). განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4569.5.ათ.ლარით თანდართული რედაქციით
ბ) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის2015წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 155,0.ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით
|
მუხლი 9.
სამტრედიისმუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციალურ ჭრილში |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო555.8ათ.ლარის ოდენობით |
მუხლი 11.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 555,8 ათ.ლარის ოდენობით
2. განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 555,8 ათ.ლარის ოდენობით |
მუხლი 12.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის2015წლის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით,სამტრედიისმუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი18.1 ათ.ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 189,0ათ.ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 72.9 ათ. ლარი ბ)„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის109.3 ათ. ლარი გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 6.8 ათ.ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის”-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განმსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად |
თავი II
სამტრედიის მუნიციპალიტეტის
2015 წლისბიუჯეტისპრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 444.7 ათ.ლარი
(პროგრამული კოდი 02 00 ) ბოლო დროს გახშირებული სტიქიური, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით საჭიროა პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის სამტრედიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა, შეკრება და გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1. საგანგებო სიტუაციების მართვა - 329.4 ათ.ლარით (პროგრამული კოდი 02 01 ) ბოლო დროს გახშირებული სტიქიური, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით საჭიროა პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. 1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა - 115.3ათ.ლარი (პროგრამული კოდი 02 03 ) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის სამტრედიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა, შეკრება და გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა,რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 5591.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0300 ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რებილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების, ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა - 2790.3 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0301) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია, საგზაო ნიშნების მოწყობა, ასევე ხიდების და ბოგირების რეაბილიტაცია . პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია.ქალაქის ქუჩების ორმული შეკეთება და მუნიციპალიტეტის გზების მოვლა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2551 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტს გამოეყო 127.0 ათ.ლარი. (ტოლებისა და გომის თემში სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილების აღმოსაფხვრელი სამუშაოები 115.0, მდ.ჭურთავა, ლოღობა, ორჭოფას სანიაღვარე არხების გაწმენდა 12.0). საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებით ქ.სამტრედიაში ტროტუარების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხიდან 24.5 ათ.ლარი. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2014 წელს გამოყოფილი თანხიდან 48.2 ათ.ლარი. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №47 განკარგულებით რეგიონალური ფონდიდან 6.4 ათ.ლარი ( ტოლების თემში მდ.ხევისწყალაზე ტოლები-ბუღნარას დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით). გაღმა ზონაში მეწყრის შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების და საკარმიდამო ნაკვეთების გამწმენდი და გამაგრებითი სამუშაოები. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებით რეგიონალური განვითარების ფონდიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტისათვისგამოეყოფილი იყო თანხა საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურეობის შესყიდვისათვის 75,0ათ.ლარი ხოლო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის №994 განკარგულებით გამოყოფილი იქნა 2421.4 ათ.ლარი პროექტის განხორციელებისათვის სულ 2496.4 ათ.ლარი, დასახელებულ განკარგულებებში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1234 განკარგულებით შეტანილი ცვლილების თანახმად საპროექტო დოკუმენტაციისა და საპროექტო მომსახურეობის შესყიდვისათვის გამოყოფილი თანხა შეიცვალა და განისაზღვრა 39.5 ათ.ლარით ხოლო მთლიანი თანხა განისაზღვრა 2559,7 ათ.ლარით. ხოლო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ივლისის №1504 განკარგულებით შემცირდა 134.0 ათ.ლარით მთლიანი დაფინანსების თანხა და განისაზღვრა ყველა ღონისძიებისათვის 2425.7 ათ.ლარით. ხოლო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №1881 განკარგულებით შემცირდა 182,3 ათ. ლარით და მთლიანი დაფინანსების თანხა განისაზღვრა ყველა ღონისძიებისათვის 2243,3 ათ. ლარით. მ.შ.გზების,ქუჩების, ბარიერების დაფინანსებაზე გამოყოფილი იქნა;
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარეების და სანიაღვარე არხების რეაბილიტაციისათვის (გზები) 699,1 ათ.ლარი, ტოლების თემში სოფ.ნოღაში მდ.ხევისწყალაზე არსებული საავტომობილო ხიდის ბურჯის მოაჯირების და ლითონის კონსტრუქციების რეაბილიტაციისათვის - 97.3 ათ.ლარი, ტოლების თემში მდ.ხევისწყალაზე სოფ.ტოლებისა და სოფ.ბუღნარას დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობისათვის - 257,7 ათ.ლარი, (ადგილობრივი ბიუჯეტით დაემატა 38,6 ათ ლარი) გომის თემში სოფ.კორმაღალში ე.წ. ნადირაძეების უბანში ჯებირების მოწყობა, გზის მოხრეშვის სამუშაოები - 45.9 ათ.ლარი, გომის თემში მდ.კაპიტონას ნაპირებზე გაბიონის ყუთების საყრდენი კედლის მოწყობა , მდ.კაპოტონას გაწმენდა (გზები)- 124.6 ათ.ლარი,ტოლების თემში სოფელ ზემო ტოლებში ხიდისა და სწრაფსადენი ღარების მოწყობა თანხით54,5ათ.ლარი,გომის თემში სოფელ კორმაღალში ნაპირსამაგრი სამუშაოები თანხით120,9 ათ.ლარი.(გზები) 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა - 1822,1 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0302) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება. 2.2.1 კომუნალური მეურნეობის განვითარება - 610,7 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 030201) სამტრედიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს კომუნალური მეურნეობის განვითარება605,9 ათ.ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კომუნალური მეურნეობის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება, ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება.მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადებების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში თანხით 4,8 ათ.ლარი. განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.2.2დასუფთავება - 30,0 (პროგრამული კოდი 030202 ) ნაგვის ურნების შეძენა 30,0 ათ. ლარი. 22.3 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები-0 (პროგრამული კოდი 030203) 2.2.4 ბინათმშენებლობა -236,0ათ.ლარი ( პროგრამული კოდი 030204 ) ქ.სამტრედიაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავებისა და შიდა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის განვითარება და თავისუფლად გადაადგილების პირობების შექმნა. 1. წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია- 672,4 (პროგრამული კოდი 030205 ) ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებაში მყოფი სასმელი წყლის სოკოების, შადრევნების წყლის ხარჯები, წყლის სისტემების მოწყობა-მომსახურეობა37,0ათ.ლარი. გაღმა ზონის სოფლებში წყლის რეზერვუარების სადეზიფექციო სამუშაოები 4,8 ლარი. საქ.მთავრობის შესაბამისი განკარგულებებით რეგიონალური განვითარების ფონდიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების წყალმომარაგება საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულება 22,4 ათ.ლარი და პროექტის განხორციელებისათვი ს613,0ათ.ლარი. 2.2.6 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 273,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 030206 ) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქალაქ სამტრედიაში განათების მომსახურება და საახალწლო და საშობაო ღონისძიებებისათვის ქუჩების დეკორატიული განათებები. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები -254.8 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 03 03 ) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება. 2.3.1 საკადასტრო რუქების და საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება - 77.3 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 030301 ) სამტრედიის გამგეობის მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობების, ასევე საპრივატიზაციო მიწების საკადასტრო აზომვითი ნახაზები.მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებული გეგმების პროგრამებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება,ექსპერტიზის და შემოწმების ხარჯები. 2.3.2სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პანთეონის, სასაფლაოების, ტერიტორიის გამწვანებისა და სანერგე მეურნეობის განვითარების ღონისძიებები - 74.5ათ.ლარი (პროგრამული კოდი 030303 ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ”პანთეონის, სასაფლაოების , ტერიტორიის გამწვანების ადა სანერგე მეურნეობის გაერთიანების ” მიმდინარე ხარჯების დაფინანსება. 2.3.3 სკვერების მოწყობა- 103,0 ათ.ლარი(პროგრამულიკოდი03 03 04 )ქალაქის გამწვანების ღონისძიების დაფინანსება.სკვერების შემოღობვა კეთილმოწყობა და დასუფთავება 15,0ათ.ლარი, ჯიხაიშში მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა 50.0 ათ.ლარი. 2.3.4სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლი-718.8ათ.ლარი(პროგრამული კოდი 0304) საქართველოს მთავრობის დადგენილებებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები . საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №71 განკარგულებით სოფლის მხარდამჭერი პროგრამები 12.5 ათ.ლარი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №506 განკარგულებით 706.3 ათ.ლარი 2.3.5 სოფლის მეურნეობის განვითარების დაფინანსება - 5.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 03 05) .სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი პროგრამების და პროექტების დასაფინანსებლად.კერძოდ ტოპოგრაფიული რუქების შედგენისათვის,ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტების მომზადება-აღჭურვისათვის,აგრო და საგამოფენო ტურებისათვის,ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების მიერ ტრენინგების მოწყობისათვის და სხვა ხარჯებისათვის. 3. განათლება - 1683,9 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 00 ) მომავალ თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელი განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულს საკუთარი უფლება-მოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. 3.1. სკოლამდელი განათლება - 1436,2 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 01 ) სამტრედიის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ააიპ „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანება”, რომელიც აერთიანებს 22 საბავშვო ბაღს, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1760 ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის კვების ღირებულება შეადგენს დღეში 1,10 ლარს. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.მ.შ. მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, ბავშვთა კვების ხარჯს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. სუბსიდია განსაზღვრულია 1145,0ათ.ლარის ოდენობით. საქ. მთავრობის შესაბამისი განკარგულებებით რეგიონალური განვითარების ფონდიდან საბავშვო ბაღების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საპროექტო დოკუმენტაციისა და საპროექტო მომსახურეობის შესყიდვისათვის გამოყოფილი იქნა 2,9ათ.ლარი, ხოლო288,3 ათ.ლარიგამოყოფილი იქნაპროექტის განხორციელებისათვის. ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში", რომელიც ახორციელებს პროექტს გამჭირვალე ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე საქართველოში ჩამორიცხა სხვა მიმდინარე ნებაყოფლობითი ტრანსფერები გრანტების გარდა 5.5 ათ.ლარი, საიდანაც 5,0ათ ლარი მიმართული იქნა სკოლამდელ დაწესებულებებში №1, 5 და 10 ბაგა-ბაღებში და დიდი ჯიხაიშის №1 ბაგა-ბაღში. 3.2. ზოგადი განათლების ხელშეწყობა - 12,9 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 02) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 მაისის №347 განკარულებით საჯარო სკოლების რეაბილიტაცია 12.9 ათ.ლარი 3.3. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი - 234,8ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 03 ) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება, რომელიც აერთიანებს 500 მოსწავლეს. ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები, ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება. მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება ყველა მიმდინარე ხარჯი. სახლის აღსაზრდელები აქტიურად მონაწილეობენ ღონისძიებების ჩატარებაში.სუბსიდიის დაფინანსება განსაზღვრულია 163,9 ათ.ლარით. საქ.მთავრობის შესაბამისი განკარგულებებით რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი იქნა საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურეობის შესყიდვისათვის1,3ათ. ლარი, რეაბილიტაციისათვის 69,6 ათ. ლარი 4.კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები - 3548,9 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0500) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას, ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა - 2094,2 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0501 ) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 4.1.1 სპორტული ღონისძიების დაფინანსება - 42.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 01 01 ) 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები. 4.1.2 სპორტული სკოლები -2052,2 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 01 02 ) 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია არსებული სკოლების დაფინანსება. კომპლექსური სპორტული სკოლა აერთიანებს425 მოსწავლეს, ფუნქციონირებს სპორტული ჯგუფები: ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში,აკრობატიკა, ბრძოლა წესების გარეშე, კარატეში, მძლეოსნობაში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, .მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება ყველა მიმდინარე ხარჯი. საფეხბურთო კლუბი ძირითადად ახორციელებს იმ ფეხბურთელების ამორჩევას, რომელიც წაადგება ქართულ ფეხბურთს. ჩამოყალიბებულია სხვადასხვა ასაკოვანი ჯგუფები. ჩეხური არასამტავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" ახორციელებს პროექტს გამჭირვალე და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე საქართველოში, საიდანაც მუნიციპალიტეტის კომპლექსურ სპორტულ სკოლას გამოეყო 1.7 ათ.ლარი . 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 1042,1 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0502 ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.სახელოვნებო სკოლები - 553,5 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 ) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი მუსიკალური სკოლები:
სუბსიდიით ფინანსდება ხელფასები და სხვა მიმდინარე ხარჯი. საქ.მთავრობის შესაბამისი განკარგულებებით რეგიონალური განვითარების ფონდიდან ორი მუსიკალური სკოლის რეაბილიტაციისათვის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპორტო მომსახურეობის შესყიდვისათვის გამოყოფილი იქნა1,9 ათ.ლარი, რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი იქნა 94,1 ათ.ლარი. ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში" ახორციელებს პროექტს გამჭირვალე და ეფექტური გადაწეყვეტილებების მიღების პროცესის მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე საქართველოში, საიდანაც მუნიციპალიტეტის №1 სახელოვნებო სკოლას გამოეყო 1.8 ათ.ლარი, გომის სამუსიკო სკოლას 2.5 ათ.ლარი . 4.2.2. კულტურის სახლი - 343,3ათ.ლარი ( პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრის მიმდინარე ხარჯები.საქ.მთავრობის შესაბამისი განკარგულებით 1,3 ათ.ლარი გამოყოფილი იქნა საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპორტო მომსახურეობის შესყიდვისათვის , კულტურის სახლის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი იქნა 60,0ათ.ლარი 4.2.3 კულტურისა და დასვენების პარკების გაერთიანება - 55,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 050203 ) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება კულტურისა და დასვენების პარკის მიმდინარე ხარჯებით დაფინანსება. 4 .2.4ბიბლიოთეკები - 90,3ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 02 04 ) ქვეპროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან ფინანსდება ააიპ მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა. 4.3 შპს ” სამტრედიის მაცნე ” - 69.3ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 03 ) იგი ერთადერთი გაზეთია, რომელიც მაქსიმალურად აშუქებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას, მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს საქმიანობას. მისი მიმდინარე ხარჯები ფინანსდება ბიუჯეტიდან. 4.4 ააიპ მუნიციპალიტეტის საკრებულოს საინფორმაციო ცენტრი - 43,9 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 04) გამოსცემს საინფორმაციო ბიულეტენს, გამოიცემა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მრავალდარგოვანი ჟურნალი. საინფორმაციო ცენტრის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე განთავსდება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც გაშუქებული იქნება ტელევიზიასა და პერიოდულ გამოცემებში.ცენტრი უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგეობის ცხელი ხაზის ფუნქციონირებას. 4.5 ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება - 49,4ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0505 ) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში პროგრამის ფარგლებში, 4.6 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა - 250,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0506 ) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხონი-სამტრედიის ეპარქიის სუბსიდირება, დაფინანსდება მთავარი საკათედრო ტაძარი. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა- 1023,0 (პროგრამული კოდი 0600) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 ჯანდაცვის პროგრამები - 92,0ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ”საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას. 5.1.1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა - 92,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 060103 ) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
5.2 სოციალური პროგრამები - 931,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 0602 ) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეულ შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრულველყოფას ადგილობრივი ბიუჯეტით.სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურეობის ხარჯების ანაზღაურებას.ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ააიპ სახლი ,,თანადგომა''-174,0(პროგრამული კოდი060201) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.2 მუნიციპალიტეტის ”სათნოების სახლი ” - 138.5 ათ.ლარი ( პროგრამული კოდი 060202 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მარტოხელა მიუსაფარ მოხუცებს ადგილებზე გაეწიოთ მზრუნველობა, კერძოდ, სხვადასხვა სახის აუცილებელი დახმარება, საყოფაცხოვებო-სოციალური პირობების უზრუნველყოფა, დღე-ღამის მანძილზე სამჯერადი კვება, შემოსვა, სამკურნალო პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება მედპერსონალისა და სანიტართა სადღესასწაულო მორიგეობა, მათი ინვენსტიციების დაცვა და წარმოჩენა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, მათი ჩაბმა საზოგადოებრივად აქტიურ საქმიანობაში.საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებებთ რეგიონალური განვითარების ფონდიდან 35.4ათ ლარი გათვალისწინებულია სათნოების სახლის რეაბილიტაციისათვის .მ.შ.საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულება0,6ათ.ლარი. 5.2.3 დედათა და ბავშვთა დახმარება - 130,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03 ) - ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: -ახალშობილთა დახმარება 1. ერთჯერადად თითო ბავშვზე 100 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ მუნიციპალიტეტში რეგისრირებული ოჯახები, რომელთა შეეძინათ პირველი და მეორე შვილი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ 0-დან100 000-მდე სარეიტინგო ქულა. 2. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-3 შვილი ერთჯერადად დაფინანსებას მიიღებენ 200 ლარის ოდენობით. 3. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-4 შვილი ერთჯერადად დაფინანსებას მიიღებენ 250 ლარის ოდენობით. 4. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-5 შვილი და მეტი ერთჯერადად დაფინანსებას მიიღებენ 400 ლარის ოდენობით. 5. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ ტყუპები დაფინანსებას მიიღებენ თითეულ შვილზე: პირველი და მეორე შვილისა და მეორე და მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში 200 ლარის ოდენობით, მესამე და მეოთხე შვილის და მეტის შემთხვევაში 400 ლარს. 6.მესამე და ზევით დაბადებულ ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება გაიცემა თუ ახალშობილი დაიბადა 2015 წელს ან 2014 წლის 1 ლი ოქტომბრის შემდეგ და დახმარება არ აქვს აღებული, ხოლო პირველი და მეორე ახალშობილის შემთხვევაში, თუ ახალშობილი დაიბადა 2015წელს. - მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ( 18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილისათვის) ) ფულადი დახმარება (თვეში 20 ლარი თითოეულ ბავშვზე). სტუდენტების დახმარება -უმაღლესსასწავლებლის სტუდენტებს დახმარება 500 ლარისოდენობით გაეწევათ ერთჯერადად; ა) დედ-მამითობოლი; ბ) მრავალშვილიანი (4 დამეტიშვილიანიოჯახებიდან); გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 57000- ჩათ. სარეიტინგო ქულა. 5.2.4სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 468,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 060204) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალსწინებულია; 1. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურება -სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, დახმარება გაიცემა ერთჯერადად. -მოსარგებლე – სოციალურად დაუცველიმოქალაქეები,, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით და ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, ხარჯების ანაზღაურება განისაზღვროს ანგარიშ-ფაქტურაში წარმოდგენილი 200 ლარამდე სრულად, 200 ლარის ზევით თანხის 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული გეგმიური და ურგენტული (სასწრაფო გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე მდგომარეობებისა და ავადმყოფებისათვის გადაუდებელი დახმარების ღონისძიებები) ოპერაციების თანადაფინანსება, აგრეთვე, იმ ოპერაციების დაფინანსება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამიდან. მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული ქულების რაოდენობა შეადგენს 0-დან 100000 ქულის ჩათვლით 200 ლარამდე ფინანსდება სრულად, ხოლო 200 ლარის ზემოთ მოსარგებლეს აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 70 %, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. მოქალაქე, რომელიც დაავადებულია გულსისძარღვთა დაავადებით, ონკოლოგიური დაავადებით, ასევე სხვა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებით და საჭიროებს გადაუდებელ ოპერაციას მოსარგებლეს აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 70 %, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებსაც გააჩნიათ 0-დან 100000 ქულის ჩათვლით დახმარება გაეწევათ ერთჯერადად დიაგნოზის დაზუსტების მიზნით კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ - მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევისათვის 200 ლარამდე სრულად, ხოლო 201 ლარიდან ზემოთ მოთხოვნილი თანხის თანადაფინანსებით 70 %-, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა. 2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა; -სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებზე, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 0–დან100 000–მდე სარეიტინგო ქულა, იწვნენ სტაციონარში და გამოწერის შემდგომ (სტაციონარიდან გამოსვლის დრო არ აღემატება ერთ თვეს) ჭირდებათ დამატებით მედიკამენტებით მკურნალობის გაგრძელება და ფინანსდებიან 100 ლარის ოდენობით ასევე ერთჯერადად მედიკამენტებით 100 ლარით დაფინანსდება სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ის მოქალაქეები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 0-დან 100000 -მდე სარეიტინგო ქულა და ქრონიკულად არიან დაავადებული. 3.უდედმამო ბავშვებისდახმარება. მოსარგებლე 18 წლამდე ბავშვები,რომლებსაც გარდაეცვალა მშობლები ან ბავშვები, რომელთა მშობლების ადგილსამყოფელი უცნობია და ზრდის მეურვე ან მზრუნველი. უდედმამო ბავშვებზე 0-დან 18 წლის ჩათვლით დახმარება გაიცემა ყოველთვიურად, ყოველ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით. 4.ასი და მეტი წლის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება; 1. ერთჯერად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი. 5.საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) სოციალური დახმარება; -მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 200 (ორასი) ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები. ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდები; ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები; -მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 100 ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, მარჩენალდაკარგულები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირები, რომლებიც წარმოადგენენ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000 სარეიტინგო ქულა. 6. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; - ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება. ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვა ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; 7. ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის აფეთქებისას სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა ფინანსური დახმარება; 1. ითვალისწინებს ჩერნობილის მონაწილეებზე ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით. 8. დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების დახმარება; ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბენეფიციარების დახმარებას, თითოეულისათვის 200 ლარის ოდენობით ყოველთვიურად ; 9. ლეიკემიით, ცერემბლალური დამბლით, დაუნის სინდრომით და დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა ფინანსური დახმარება. ითვალისწინებს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) აღრიცხვას და ყოველთვიურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით; ითვალისწინებს ცერებრალული დამბლით, დაუნის სინდრომით და დიაბეტით დაავადებული ბავშვების ერთჯერად დახმარებას 300 ლარის ოდენობით 10. 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილ მეომართა ოჯახების ფინანსური დახმარება; - ითვალისწინებს 2008 წელს გარდაცვლილ მეომართა ოჯახის წევრების ერთჯერადად დაფინანსებას 500 ლარით; 11. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება; ერთჯერადი ფინანსური დახმარებაგაეწევათ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო ინვალიდებს 150 ლარის ოდენობით. -ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ მარტოხელა შეზღუდული შესაზლებლობის პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას 150 ლარის ოდენობით - ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის პირებს 100 ლარის ოდენობით; - ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს 18 წლამდე, 200 ლარის ოდენობით; - ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ ლეიკემიით, ცერებრალური დამბლით და დაუნით სინდრომით დაავადებულ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს 200 ლარის ოდენობით; 1 2. ერთჯერადი დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევაში; - სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 1000 ქულის ჩათვლით დახმარება გაეწევა ერთჯერადად150 ლარის ოდენობით; - .სოციალურად დაუცველი ოჯახებს, რომელთაც გააჩნიათ 1001-დან 10000 ქულის ჩათვლით დახმარება გაეწევა ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით; - ოჯახებს, რომელთაც შექმნილი აქვთ განსაკუთრებულად მძიმე სოციალური მდგომარეობა (ტრაგედია, უბედურიშ ემთხვევა, კატასტროფა და სხვა),ერჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება გამგეობაში შექმნილი კომისიის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 300 (სამას) ლარს. - აგრეთვე, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, იმ პირების/ოჯახების მიმართ, რომლებიც დგანან სიღატაკის რისკის ქვეშ (ენგრევა საცხოვრებელი სახლი და სხვა) და საჭიროებს ფინანსურ დახმარებას, ერჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვრებაგამგეობაში შექმნილი კომისიის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთას) ლარს. - სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები ოჯახებს, რომლებიც ამ წესში მოყვანილ არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან (გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებისა) და დახმარების თხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება გამგეობაში შექმნილი კომისიის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთას) ლარს. - სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც დაეწვათ სახლი 2015 წელს ან 2014 წლის დეკემბრის თვის განმავლობაში და არ აქვთ აღებული ერთჯერადი დახმარება. ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება გამგეობაში შექმნილი კომისიის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 4000 ლარს. 14. სოციალურად დაუცველი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ფინანსური დახმარება ერთჯერადი მატერიალური დახმარება 150 ლარის ოდენობით, გაეწევათ სოციალურად დაუცველი, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებსდა ოჯახის წევრებს, რომელთა სარეინტიგო ქულა შეადგენს 0-200000 მდე 5.2.5 დაკრძალვის ხარჯი - 8.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 060205) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალსწინებულია: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის თანხა მ.შ. ტრანსფერით 6,8 ათ. ლარი. 5.2.6 დიდ სამამულო ომის ვეტერანთა ფინანსური დახმარება 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით - 12.5 ათ.ლარი(პროგრამული კოდი(060206) ქვეპროგრამის ფარგლებშიგათვალსწინებულია: დიდი სამამულო ომის ვეტერანთა ფინანსური დახმარება 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუმუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად 400 ლარიან ფულად სოციალურ დახმარებას და ასევე 100 ლარიან სასაქონლო ფორმით დახმარებას მიიღებენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები. 15.სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ბინის ქირის გადასახადი -500 ლარი |
თავი III
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015წლის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 16.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2015წლის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს სამჯტრედიის მუნიციპალიტეტის 2015წლის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები