დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე მდებარე სათხილამურო ტრასების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2136 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020046 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2136
2015 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე მდებარე სათხილამურო ტრასების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №215096367), 2015-2016 წლების განმავლობაში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2015-2016 წლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისთვის“ გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში და საკუთარი შემოსავლებით შემდეგი მომსახურების, სამუშაოსა და საქონლის სახელმწიფო შესყიდვა:
ა) ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე და ასევე შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მართვაში შემავალ სხვა სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული საბაგიროების გამართული მუშაობისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, საცხებ-საპოხი მასალების, ტექნიკური მომსახურებისა და ტექნიკური დათვალიერების და აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო მომსახურება;
ბ) ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე და ასევე შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მართვაში შემავალ სხვა სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული სპეციალური ტექნიკისთვის (თოვლსატკეპნი მანქანები) საჭირო სათადარიგო ნაწილების, საცხებ-საპოხი მასალებისა და ტექნიკური მომსახურების და აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო მომსახურება;
გ) კობი-გუდაურის მთიანი რეგიონის, როგორც კურორტის, განვითარების გენერალური გეგმის დამზადების მომსახურება.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
3. შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ ეთხოვოს, უზრუნველყოს ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე არსებული სათხილამურო ტრასების მოვლა-პატრონობა, კეთილმოწყობა და მათთან დაკავშირებული ყველანაირი მოქმედების განხორციელება და კურორტის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები