დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ქონების შპს „ოლიმპიური სახლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 დეკემბრის №942 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობის დადგენისა და შპს „ოლიმპიური სახლის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2135 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020047 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2135
2015 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ქონების შპს „ოლიმპიური სახლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 დეკემბრის №942 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობის დადგენისა და შპს „ოლიმპიური სახლის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო ქონების შპს „ოლიმპიური სახლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 დეკემბრის №942 განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:
„ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 (რვა) წლის განმავლობაში, უზრუნველყოს „სახელმწიფო ქონების შპს „ოლიმპიური სახლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 დეკემბრის №942 განკარგულებით გადაცემული ქონების სპორტული პროფილით ფუნქციონირება.“.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ოლიმპიური სახლი“ გათავისუფლდეს შპს „ოლიმპიურ სახლსა“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, შემდგომში – სააგენტო) შორის გაფორმებული 2010 წლის 15 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2.2 მუხლის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისაგან იმ პირობით, რომ შპს „ოლიმპიური სახლი“ უზრუნველყოფს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულებას.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები