საქართველოს მთავრობის მხრიდან შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდისათვის დონაციის (შემოწირულების) მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის მხრიდან შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდისათვის დონაციის (შემოწირულების) მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2093
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020070
  • Word
2093
06/10/2015
ვებგვერდი, 20/10/2015
000000000.00.003.020070
საქართველოს მთავრობის მხრიდან შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდისათვის დონაციის (შემოწირულების) მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2093

2015 წლის 6 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის მხრიდან შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდისათვის დონაციის (შემოწირულების) მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 ივლისის №22 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის (შემდგომში − გლობალური ფონდი) 2015 წლის 15 სექტემბრის NEECA/ME/278-15/09/2015 წერილის გათვალისწინებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 27-ე მუხლების შესაბამისად, დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სახელით უზრუნველყოს გლობალურ ფონდში დონაციის (შემოწირულების) სახით 700 000 (შვიდასი ათასი) აშშ დოლარის თანხის გადარიცხვა.

2. საქართველოს მთავრობის მხრიდან გლობალური ფონდის დონაცია განხორციელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში, 2015 წლის ბოლომდე, ერთიანი შენატანის სახით, გლობალური ფონდის მიერ მითითებულ ანგარიშზე შესაბამისი თანხის მიმართვის გზით.

3. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსის უზრუნველყოფის მიზნით, დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განახორციელოს დამტკიცებულ გეგმაში შესაბამისი ცვლილებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                ირაკლი ღარიბაშვილი