სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2182
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020129
  • Word
2182
12/10/2015
ვებგვერდი, 21/10/2015
000000000.00.003.020129
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება №218 2

2015 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს დუშეთის მუნიციპალიტეტში , სოფელ როშკა-არხოტის უღელტეხილი − სოფელ ამღას საავტომობილო გზის კმ 0+000-კმ 26+183 მონაკვეთისა და სოფლების − ახიელი-ჭიმღას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის კმ 0+000-კმ 2+164 მონაკვეთის მშენებლობისათვის, შესაბამისი ტერიტორიიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი : №71.65.78.202) განსახლების საკომპენსაციო თანხის დაფინანსება „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე , სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი