შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2181
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020128
  • Word
2181
12/10/2015
ვებგვერდი, 21/10/2015
000000000.00.003.020128
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება №2181

2015 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის 13 პუნქტისა და 61 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რე­სურსების სამინისტროს სსიპ − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფრო­სის 2011 წლის 12 ოქტომბრის №13/441 ბრძანებით (შემდგომში − ბრძანება) შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწალა-მოპოვების №1000226 ლიცენზიაში შე­იტანოს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის ვადად განსაზღვროს ლიცენზიის გაცემიდან 72 თვე;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დეტალური ძებნა-ძიების განახლებული გეგმის („ზ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით) წარდგენის ვადად განსაზღვროს ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 30 სამუშაო დღე;

გ) ბრძანების პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.დ“ ქვეპუნქტით დადგენილ ყოველ ჰექტარზე გადასახდელი თანხის გადახდის ვადად განსაზღვროს ლიცენზიის გაცემიდან 72 თვე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, ამ განკარგულების „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადაიხადოს 500 ლარის ინდექსირებული ღირებულება, ხოლო ინდექსაციის კოეფიციენტად მიღებულ იქნეს 72-ე თვის ბოლოს ფაქტობრივი ინფლაციის ინდექსი (CPI) ამ განკარგულების გამოცემის თარიღთან მიმართებაში;            

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, 2015 წლის 1 ნოემბრამდე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი. აღნიშნული თანხა გათვალისწინებული იქნება ლიცენზიის გაცემიდან 72 თვის ბოლოს ლიცენზიანტის მიერ დატოვებული ფართობის ყოველ ჰექტარზე გადასახდელი 500 (ხუთასი) ლარის ინდექსირებული ღირებულების ანგარიშსწორებისას. ამასთან, თუ გადახდის პერიოდისათვის ლიცენზიანტის მიერ გადასახდელმა თანხამ შეადგინა 2 000 000 (ორი მილიონი) ლარზე ნაკლები, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება;

ვ) ბრძანების პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული Joint Ore Reserves Committee (JORC) კოდექსის შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშისა და ათვისების გეგმის შესაბამის ორგანოში წარდგენისთვის განსაზღვროს ლიცენზიის გაცემიდან 72 თვე.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი