დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქუთაისის წყალარინების პროექტის“ დაფინანსების მიზნით საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსური ხელშეკრულების ხელმოწერისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2165 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020124 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2165
2015 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ქუთაისის წყალარინების პროექტის“ დაფინანსების მიზნით საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსური ხელშეკრულების ხელმოწერისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსურ ხელშეკრულებას - „ქუთაისის წყალარინების პროექტი“, შემდეგი ფინანსური პირობებით:
| სესხის ოდენობა: | 100 მილიონი ევრო |
| სესხის ხანგრძლივობა: | 25 წელი |
| შეღავათიანი პერიოდი: | 7 წელი |
| სესხის საპროცენტო განაკვეთი (თითოეული ტრანშისთვის განისაზღვრება ტრანშის ჩამორიცხვამდე): | ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან EURIBOR-ზე დაფუძნებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთი |
| ადმინისტრირების გადასახდელი: | 50,000 ევრო (ერთჯერადი გადასახდელი). |
პრემიერ - მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები