დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2164 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020123 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2164
2015 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები „SAME SOLARIS 55“ (ბორბლიანი ტრაქტორი, რეგისტრაციის ნომერი: №AA652B, გამოშვების წელი - 2006, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი: №S05S474WT10494, ძრავის საიდენტიფიკაციო ნომერი №122105, ფერი - წითელი 6/8) „SAME SOLARIS 55“ (ბორბლიანი ტრაქტორი, რეგისტრაციის ნომერი: №AA653B, გამოშვების წელი - 2006, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი: №S05S474WT10416, ძრავის საიდენტიფიკაციო ნომერი: №122830, ფერი - წითელი 6/8) უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები