საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ცალკეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ

  • Word
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ცალკეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2163
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020122
  • Word
2163
07/10/2015
ვებგვერდი, 21/10/2015
000000000.00.003.020122
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ცალკეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება №2163

2015 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ცალკეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ

1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, 1992-1993 წლებში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა ნეშტების იდენტიფიცირების/ექსპერტიზის ღირებულების ანაზღაურების მიზნით მიმართოს საჭირო თანხა.

2. მომსახურება განხორციელდეს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გათვალისწინებით.

პრემიერ-მინისტრი     ი. ღარიბაშვილი