შპს „ყვარელი დურუჯი 2015-ის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ

  • Word
შპს „ყვარელი დურუჯი 2015-ის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2153
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020061
  • Word
2153
06/10/2015
ვებგვერდი, 20/10/2015
000000000.00.003.020061
შპს „ყვარელი დურუჯი 2015-ის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება №2153

2015 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „ყვარელი დურუჯი 2015-ის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის მე-4 − მე-7 პუნქტების საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდინარე დურუჯის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით, შპს „ყვარელი დურუჯი 2015“ (ს/კ 441557682) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან სამი თვის ვადით და მიეცეს უფლება, მდინარე დურუჯის კალაპოტში მოიპოვოს 15 000 (თხუთმეტი ათასი) მ3 ქვიშა-ხრეში, შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

X

Y

1

566200

4645530

2

566141

4645548

3

566218

4645772

4

566280

4645753

S= 1,50 ჰა

WGS 1984.

 

2. შპს „ყვარელი დურუჯი 2015“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;

 ბ) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკ­რებ­ლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი