საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შპს „ქ. რუსთავის №1 დიაგნოსტიკური ცენტრისათვის“ მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ

  • Word
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შპს „ქ. რუსთავის №1 დიაგნოსტიკური ცენტრისათვის“ მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2150
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020063
  • Word
2150
06/10/2015
ვებგვერდი, 20/10/2015
000000000.00.003.020063
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შპს „ქ. რუსთავის №1 დიაგნოსტიკური ცენტრისათვის“ მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება №2150

2015 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შპს „ქ. რუსთავის №1 დიაგნოსტიკური ცენტრისათვის“ მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის („C ჰეპატიტის“ სკრინინგისა და ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკისათვის აპარატურის შესყიდვა“) კომპონენტის ფარგლებში შესყიდული, ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული ულტრაბგერითი აპარატი „EPIQ 7G“ უსასყიდლოდ, 5 წლის ვადით, თხოვების ფორმით გადასცეს შპს „ქ. რუსთავის №1 დიაგნოსტიკურ ცენტრს, C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირების, დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ქონების გადაცემის მიზნით ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი