საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

  • Word
საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2148
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020052
  • Word
2148
06/10/2015
ვებგვერდი, 19/10/2015
000000000.00.003.020052
საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2148

2015 წლის 6 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება საჩხერის მუნიციპალიტეტს, „საქართველოს რეგიონებში ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარგულების საფუძველზე − 68 200 (სამოცდარვა ათას ორასი) ლარის, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულების საფუძველზე − 159 921 (ას ორმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოცდაერთი) ლარის, „საჩხერის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 სექტემბრის №1800 განკარგულების საფუძველზე 40 002 (ორმოცი ათას ორი) ლარის ეკონომიების, ჯამში − 268 123.00 (ორას სამოცდარვა ათას ას ოცდასამი) ლარის ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტის არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების: იტავაზას, ბახიოთისა და ცხამის (ეთო-ეხვევის უბანი) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების, ქ. საჩხერეში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების (კონსტიტუციის ქუჩა, ვიქტორ ნოზაძის ქუჩა, რაჭის ქუჩის პირველი და მეორე ჩიხი, დურმიშიძის ქუჩის მე-2 ჩიხი, შათაშვილის ქუჩის პირველი ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მე-2 ჩიხი და აკ. წერეთლის ქუჩის მე-2 ჩიხი) რეაბილიტაციისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალოვანისა და ცხომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში საცხოვრებელი სახლების გაზმომარაგების ქსელის მოწყობის მიზნით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                 ირაკლი ღარიბაშვილი