დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2146 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020076 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2146
2015 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 159-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი):
ა) 2015 წელს უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის მესტიის ცენტრი-აეროპორტი-წრნიაშის საავტომობილო გზის კმ1+000-კმ4+000 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
ბ) 2016 წელს უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის მესტიის ცენტრი-აეროპორტი-წრნიაშის საავტომობილო გზის კმ1+000-კმ4+000 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის გამოყოფილი „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.
3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა სამინისტროებმა, საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს, გაითვალისწინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 2016 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები