საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016198
05/74
16/10/2015
ვებგვერდი, 20/10/2015
010320040.22.054.016198
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/74

2015 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის  დირექტორის  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა)    მაგისტრის ხარისხი ან მაგისტრთან გათანაბრებული;
ბ)  მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება, მათ შორის 5-წლიანი საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციაზე;
გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, საქართველოს კანონი „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Outlook, ინტერნეტი) ცოდნა;

ე)  არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა კარგად.