საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა მინისტრის 2014 წლის 16 მაისის №05/84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ნომერი 05/71
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016195
05/71
16/10/2015
ვებგვერდი, 19/10/2015
040030000.22.054.016195
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა მინისტრის 2014 წლის 16 მაისის №05/84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება № 05/71

2015 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა მინისტრის 2014 წლის 16 მაისის №05/84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 16 მაისის  №05/84 ბრძანებაში  შეტანილ იქნეს ცვლილება  და  ბრძანებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის  მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აკადემიის დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულებია:

ა) რესტავრაცია/კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;

ბ) ვიზუალური ხელოვნების ცენტრი;

გ) ვიზუალური კომუნიკაციის და მედიახელოვნების ინსტიტუტი;

დ) ტექსტილის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;

ე) შემოქმედებითი და ტექნოლოგიური კვლევის კერამიკული სახელოსნო;

ვ) ადამიანის საცხოვრებელი და საზოგადოებრივი გარემოს ფორმირების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია;

ზ) შენობა-ნაგებობების საინჟინრო ექსპერტიზის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე