დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება N1/2010 საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებშეთანხმების I ოქმის II დანართის ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18/170 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016357 |
|
ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება №1/2010
საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების I ოქმის II დანართის ცვლილების შეტანის თაობაზე |
ერთობლივი კომიტეტი,
მხედველობაში იღებს რა, 2007 წლის 21 ნოემბერს, ქ თბილისში ხელმოწერილ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას (შემდგომში „შეთანხმება“); მხედველობაში იღებს რა, შეთანხმების 34-ე მუხლს, რომელიც ეხება შეთანხმების დანართებსა და ოქმებში დამატებების შეტანას; მხედველობაში იღებს რა, შეთანხმების 35-ე მუხლს, რომელიც უფლებას ანიჭებს ერთობლივ კომიტეტს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება შეთანხმების ოქმებსა და დანართებში დამატებების შეტანის თაობაზე; მხედველობაში იღებენ რა, გადაწყვეტილებას №1/2009, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომიტეტის საპროცედურო წესების თაობაზე; თანხმდებიან შემდეგზე: |
მუხლი 1
თურქეთის რესპუბლიკა ქვემოთ ხსენებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან დაკავშირებით, რომლის წარმოშობის ადგილსაც წარმოადგენს საქართველო, ქვემოთ ხსენებული მოდალობის კონტექსტში, ცვლის შეღავათებს იმპორტზე. შესაბამისად, ეს პროდუქცია და მასთან დაკავშირებული საშეღავათო მოდალობები დაემატება შეთანხმების I ოქმის II დანართის B ცხრილს
მუხლი 2. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის შეთანხმების 34-ე მუხლის შესაბამისად. რის დასტურადაც, ქვემორე სრულუფლებიანი ხელისმომწერნი, ხელს აწერენ წინამდებარე გადაწყვეტილებას. შესრულებულია ქ. თბილისში, 2010 წლის 23 დეკემბერს, ორ დედნად ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები