დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 იანვრის №97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 532 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020010.10.003.018918 |
|
„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის –
გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 იანვრის №97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის –
გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 იანვრის №97 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21.01.2014 წ., 190020010.10.003.017716) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ექვსზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 33 ერთეულით (გარდა სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, სადაც ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 32 ერთეულით, №2 დანართის შესაბამისად. ასევე, გარდა სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, სადაც ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 34 ერთეულით) და დამტკიცდეს ადმინისტრაციის საშტატო განრიგი და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები, ამ დადგენილების №1 დანართის შესაბამისად.“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს შენიშვნა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე. შესაბამისად, ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა შეადგენს 34 ერთეულს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები