„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 31 აგვისტოს №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 528
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 430060000.10.003.018914
528
13/10/2015
ვებგვერდი, 16/10/2015
430060000.10.003.018914
„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 31 აგვისტოს №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №528

2015 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 31 აგვისტოს №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 31 აგვისტოს №451  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/09/2015, 430060000.10.003.018837) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა) მე-3 მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 20 წლის ზემოთ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები და ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სამუშაოს მაძიებლებად სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა www.worknet.gov.ge-ზე და თანახმა არიან, გაიარონ პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სასწავლო კურსი.“.

2. მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ლ“ ქვეპუნქტი:

„ბ.ლ) ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი