ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თავისუფლების მოედანი – ოთხი“-ს წევრებს შეტყობინება(ამხანაგობის საერთო კრებაზე მოწვევის შესახებ)

  • Word
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თავისუფლების მოედანი – ოთხი“-ს წევრებს შეტყობინება(ამხანაგობის საერთო კრებაზე მოწვევის შესახებ)
დოკუმენტის ნომერი 20/1
დოკუმენტის მიმღები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თავისუფლების მოედანი – ოთხი“-ს წევრი- შ.პ.ს. „მარგი“
მიღების თარიღი 15/10/2015
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
20/1
15/10/2015
ვებგვერდი, 16/10/2015
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თავისუფლების მოედანი – ოთხი“-ს წევრებს შეტყობინება(ამხანაგობის საერთო კრებაზე მოწვევის შესახებ)
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თავისუფლების მოედანი – ოთხი“-ს წევრი- შ.პ.ს. „მარგი“

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა

„თავისუფლების მოედანი – ოთხის”

წ ე ვ რ ე ბ ს

 

 

შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა

(ამხანაგობის საერთო კრებაზე მოწვევის შესახებ)

 

გატყობინებთ, რომ ვინაიდან ამხანაგობის თავმჯდომარე მორის მენაბდე გარდაიცვალა, საჭიროა ამხანაგობის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ახალი თავმჯდომარის არჩევა, თანახმად მოქმედი წესდებისა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბმ ამხანაგობის წესდების 20.2 და 20.3 პუნქტებისა, ვინაიდან არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა (სასამართლო დავა, სადაც დასანიშნია წარმომადგენელი და სხვა), გატყობინებთ, რომ შპს „მარგი”, როგორც ამავე ამხანაგობის წევრი, 2015 წლის 22 ოქტომბერს იწვევს ამხანაგობა „თავისუფლების მოედანი – ოთხის” წევრთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი №4, შენობის პირველ სართულზე, 15 საათზე.

დამატებით წინამდებარე შეტყობინება გამოქვეყნდება საჯარო წესით „საკანონმდებლო მაცნეში”.

 

კრებაზე განსახილველი დღის წესრიგის საკითხია:

1. ამხანაგობის თავმჯდომარის კანდიდატურების განხილვა და ახალი თავმჯდომარის არჩევა.

 

გთხოვთ, გამოცხადდეთ საერთო კრებაზე და მონაწილეობა მიიღოთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაში და გადაწყვეტილების მიღებაში.

 

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა

„თავისუფლების მოედანი – ოთხის”

წევრი – შპს „მარგი”

დირექტორი ოლეგ ვადაჭკორია

 

15 ოქტომბერი, 2015 წელი