სს „მარნეულის სასურსათო კომბინატი“-ს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს „მარნეულის სასურსათო კომბინატი“-ს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს "მარნეულის სასურსათო კომბინატი"
მიღების თარიღი 15/10/2015
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
15/10/2015
ვებგვერდი, 16/10/2015
სს „მარნეულის სასურსათო კომბინატი“-ს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს "მარნეულის სასურსათო კომბინატი"

შეტყობინება

სააქციო საზოგადოება სს „მარნეულის სასურსათო კომბინატის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „მარნეულის სასურსათო კომბინატის“ (ს/კ: 234158461 ) დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, რომელიც გაიმართება 2015 წლის 6 ნოემბერს, 14:00 საათზე, მარნეულში,  სააქციო საზოგადოების იურიდიულ მისამართზე.

საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 5 ოქტომბერი.

დღის წესრიგი:

1. სს „მარნეულის სასურსათო კომბინატის“  სხვადასხვა შენობა-ნაგებობის დემონტაჟი;

2. სხვადასხვა.

დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექტორთან. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა დირექტორისგან როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დადგენილ ვადებში, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

საზოგადოების დირექტორი რეკომენდაციას იძლევა, რომ :

1. დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას იმსჯელოს საზოგადოების სხვადასხვა შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე;  

აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმდეს 2015 წლის 26 ოქტომბრიდან სს „მარნეულის სასურსათო კომბინატის“ აქციათა რეგისტრატორთან – შპს ეროვნული რეესტრი, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 41, მე-6 სართ.

დირექტორი: დ. ჯაჯანიძე