დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/72 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450190000.22.054.016196 |
|
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლებისა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-4, მე-6 და მე-8 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტანდარტი“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
|
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტანდარტი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულება |
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (შემდგომში –
სამინისტრო) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ბეჭდური და ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის წესს.
|
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა |
1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა და მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში.
2. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა პირმა, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოში ან/და გააგზავნოს მოთხოვნა სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე – pr@culture.gov.ge. 3. ელექტრონული ფორმით გაგზავნილი განცხადება გადის რეგისტრაციას სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში (დეს) და მომთხოვნს ეგზავნება რეგისტრაციის დადასტურება. 4. წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციის მომთხოვნი ფიზიკური პირის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და მისამართს; ბ) ინფორმაციის მომთხოვნი იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, იურიდიულ მისამართს, ტელეფონის ნომერს, ხელმძღვანელი პირის სახელს, გვარს; გ) მითითებას საჯარო ინფორმაციის მიღების სასურველი ფორმის შესახებ – ელექტრონული ფოსტის საშუალებით, კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი, მატერიალური სახით თუ დედანში გაცნობის გზით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სამინისტროს მიერ არ განიხილება. |
მუხლი 3.
მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა |
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვადების ათვლა დაიწყება სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოში განცხადების ჩაბარების ან/და მოთხოვნის ელექტრონული ფორმით მიღებიდან (მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, სარეგისტრაციო ნომრის მითითებით) მეორე სამუშაო დღეს.
2. თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას და საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის აუცილებელია კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, სამინისტრო აცნობებს განმცხადებელს და განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემისათვის დამატებით ვადას. 3. თუ მოთხოვნილი ინფორმაცია, მოცულობიდან გამომდინარე, შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, სამინისტრო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომთხოვნს და იტოვებს უფლებას მომთხოვნის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი გაცემა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. |
მუხლი 4.
მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი
|
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადამხდელები არიან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირები.
2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადამხდელია აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანო, თუ მის მიერ სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა აღემატება 50 ლარს. 3. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს: ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი – ერთი გვერდი – 0,05 ლარს; ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვა – ერთი გვერდი – 0,10 ლარს; გ) კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი – 2,65 ლარს; დ) დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკეტა – 1,3 ლარს; ე) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის ვიდეოკასეტაზე – 1 საათი – 2,75 ლარს; ვ) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის აუდიოკასეტაზე – 1 საათი – 0,50 ლარს. 4. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი გადაიხდება საბანკო დაწესებულების მეშვეობით, სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით. 5. გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლი გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდეგ. 6. სამინისტროს მიერ წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალურ ოდენობას შეადგენს: ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი – 10 ფურცლამდე; ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდილი ასლი – 10 ფურცლამდე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები