,,პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ“

  • Word
,,პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 124
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 28/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
124
24/04/2010
სსმ, 49, 28/04/2010
000000000.00(0).000.000000
,,პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №124

2010 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ

ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარები­სათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზა­დებისა და საქართველოს მოქალაქეთა მიერ უცხო ქვეყნის უმაღლეს სა­განმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრის აკადემიური ხა­რისხის მიღებისათვის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რე­ფორ­მების ფონდის ლიკვიდა­ციის შე­სა­ხებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის №970 ბრძანებუ­ლების მე-4 პუნქტის საფუძველზე:

    მუხლი 1.

 დამტკიცდეს პროგრამა „ცოდნის კარის“ (ორგანი­ზა­ციული კოდი – 32 14 05 02) ფარგლებში გამო­ყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფი­ნან­სების თანდარ­თული წესი და პირობები.

    მუხლი 2.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტრომ პროგრამა „ცოდნის კარი“ განახორციელოს თან­დარ­თული წესისა და პირობების შესაბამისად და უზ­რუნველყოს პროგრამის თაობაზე საზოგადოების ინფორ­მი­რება. პროგრამა „ცოდნის კარისათვის“ გამოყოფილი თან­ხის არა უმეტეს 3 პროცენტი შესაძლებელია გაიხარ­ჯოს პროგრამის განხორციე­ლე­ბი­სათვის საჭირო ღონისძი­ებათა დასაფინანსებლად.

    მუხლი 3.

 „პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში არ­სე­ბული ასიგ­ნე­ბების საქართველოს განათლებისა და მეც­ნიერების სა­მინისტროს მიერ განკარგვის შესახებ“ საქარ­თველოს მთავ­რობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგე­ნილებით გან­საზღვრულ პირთა სწავლის დაფინანსების შე­სახებ გადა­წყვეტილების მიღების უფლება მიენიჭოს ამ დად­­გენილების დანართით გათვალისწინებულ სპეციალურ საკონკურსო კომისიას.

    მუხლი 4.

 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პროგ­რამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში გამო­ყო­ფილი ასიგ­ნე­ბე­ბიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინან­სე­ბის წესისა და პირო­ბების შესახებ“ საქართვე­ლოს მთავ­რობის 2009 წლის 26 თებერვლის №36 დად­გე­ნილება.

    მუხლი 5.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესი და პირობები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს დოკუმენტი განსაზღვრავს „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათ­ვალისწინებული პროგრამა „ცოდნის კარის (შემდგომში – პრო­გრამა) ფარგლებში ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

დანართში გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობებია:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

ბ) სამინისტრო – საქართველოს განათლებისა და მეც­ნიერების სამინისტრო;

გ) სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერ­ჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტი – სამინისტროს მიერ სტუდენტისათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმა­ნათ­ლებლო დაწესებულებაში მაგისტრის აკადემიური ხარის­ხის მიღების მიზნით გადაცემული თანხა, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ ფარავს სწავლისა და სწავლასთან დაკავ­შირებულ ხარჯებს;

დ) სტუდენტი – საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სწავ­ლის უფლება მოიპოვა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგან­მანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრის აკადემიური ხარის­ხის მიღების მიზნით.

    მუხლი 3. გრანტის გაცემის პირობები

გრანტი გაიცემა შემდეგი პირობებით:

ა) სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერ­ჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტი მიეცემა უმაღ­ლესი განათლების მქონე საქართველოს სრულწლოვან მოქა­ლაქეს, რომლის ასაკი არ აღემატება 40 წელს და რომელიც მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) სამინისტრო ვალდებულია მიიღოს ყველა განაცხადი, რომელიც აკმაყოფილებს კანდიდატის შესარჩევ პირობებს;

გ) სამინისტრო ვალდებულია მიაწოდოს კანდიდატს ნე­ბის­მიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სასწავლო სამაგისტრო პროგრამასთან. ასევე აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილებისა თუ ხარვეზების თაობაზე;

დ) სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერ­ჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტის გაცემისას უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც წარმო­ადგენენ საჯარო მოხელეებს ან/და სამინისტროს მიერ პრიო­რიტეტად გამოცხადებული სასწავლო დისციპლინის შესწავ­ლის მსურველებს ან/და კანდიდატებს, რომელთაც გააჩნიათ თანადაფინანსება;

ე) სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერ­ჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტი სრულად ან ნა­წილობრივ ფარავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლებაში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით სწავ­ლისა და სწავლასთან დაკავშირებულ ხარჯებს;

ვ) სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერჩე­ული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტის გაცემა ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მითითე­ბული პერიოდულობით – სრულად ან ნაწილ-ნაწილ. იმ შემ­თხვევაში, თუ სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტის გაცემა ხდება ნაწილ-ნაწილ, სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარ­გლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი გრანტის ყოველი შემდეგი ნაწილი გაიცემა სტუდენტის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე;

ზ) სამინისტრო ვალდებულია განახორციელოს სტუდენ­ტის აკადემიური მოსწრების მონიტორინგი;

თ) სამინისტრო ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა სას­წავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კან­დიდატისათვის გამოსაყოფი გრანტის სტუდენტის ან უმაღ­ლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე გადა­რიცხვის უზრუნველსაყოფად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ვადებში.

    მუხლი 4. სპეციალური საკონკურსო კომისია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იქმნება სპეციალური საკონკურსო კომისია, რომელიც:

ა) შეარჩევს კანდიდატებს სასწავლო სამაგისტრო პროგ­რამის ფარგლებში;

ბ) განსაზღვრავს შერჩეული კანდიდატებისათვის გამოსა­ყოფი გრანტის ოდენობას;

გ) იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო სამაგისტრო პროგ­­რამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატებისათვის გამო­საყოფი გრანტის მინიჭების შესახებ;

დ) განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე­ბულებების ნუსხას.

    მუხლი 5. პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილ კვოტებზე კანდიდატის შერჩევა

პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლე­ბების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილ კვო­ტებზე კანდიდატის შერჩევას აწარმოებს სპეციალური სა­კონკურსო კომისია. კომისიაზე შესაძლებელია პარტნიორი უმაღ­ლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგე­ნელ­თა მოწვევა. კანდიდატების შერჩევა მოხდება წინასწარ განსაზღვრული, პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწე­სებულებებთან შეთანხმებული ნიხრების საფუძველზე, მასში განსაზღვრული პირობებისა და გამოყოფილი კვოტების შესა­ბამისად. აღნიშნულ კვოტებზე შერჩეული კანდიდატის სწავ­ლისა და სწავლასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად უნდა აანაზღაუროს სამინისტრომ.

    მუხლი 6. გრანტის დაბრუნების წესი

იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება სასწავლო სამაგის­ტრო პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატის მიერ მისთვის გამოყოფილი გრანტის ათვისება ან/და მომდევნო სასწავლო წლებში კანდიდატის სწავლისა და სწავლასთან დაკავში­რე­ბული ხარჯების დაფინანსების მიზნით სამინის­ტროს მხრი­დან გრანტის თანხების დეპოზიტზე განთავსება, სამი­ნისტრო ან კანდიდატი ვალდებულია წლის ბოლოს დააბ­რუნოს მი­ღებული თანხა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ან­გარიშზე.

    მუხლი 7. სამინისტროს ანგარიშგება სახელმწიფოს წინაშე

სამინისტრო გრანტის ხარჯვასთან დაკავშირებულ ინ­ფორმაციას მოთხოვნის შესაბამისად წარუდგენს საქარ­თვე­ლოს მთავრობას.