,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-47/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016356
01-47/ნ
19/10/2015
ვებგვერდი, 21/10/2015
470230000.22.035.016356
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-47/ნ

2015 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 08.01.2015 წ., 470230000.22.035.016314) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №4  დანართის (სოციალური დაცვის დეპარტამენტის დებულება):
1. მე-2  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

 დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და პროგრამების მართვის მიზნით ინფორმაციის მიღება/დამუშავება, ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების შემუშავება და ცვლილებების განხორციელება. აღნიშნულის მიზნით სამმართველო:

ა.ა) განიხილავს და აანალიზებს პროგრამის განმახორციელებლებისგან კვარტალურად მიღებულ ჯამურ ინფორმაციას პროგრამის (კომპონენტების მიხედვით) რაოდენობრივი და ფინანსური შესრულების, ასევე პროგრამის მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევების შესახებ;

ა.ბ) განმახორციელებლების მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს პროგრამის ეფექტურობის გაუმჯობესებისათვის წინადადებების შემუშავებას;

ა.გ) პროგრამის კოორდინაციის მიზნით, უზრუნველყოფს დაინტერესებულ მხარეებს (პროგრამის განმახორციელებლები, პროგრამის მიმწოდებლები, ექსპერტები) შორის კომუნიკაციას;

ა.დ) განმახორციელებლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს პროგრამის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადებას;

ბ) სოციალურ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავება;

გ) სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელი აქტების შემუშავება და სრულყოფა;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ბავშვთა ზრუნვის, ასევე, მოწყვლადი სოციალური ჯგუფების სოციალური დახმარებების და საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

ე) ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების  ხელშეწყობა;

ვ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინისტროს მიერ დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების (მათ შორის საერთაშორისო) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა, დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის განსაზღვრა;

ზ) სახელმწიფო სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში განხორციელებული მომსახურებების ხარისხისა და სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;

თ) ბავშვთა სააღმზრდელო და სამინისტროს სისტემაში არსებული სხვა სადღეღამისო დაწესებულებების მიერ განხორციელებული მომსახურებების მონიტორინგი;

ი) კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა;

კ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებში წარსადგენი ანგარიშების მომზადება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.

2. მე-6 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველო

სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფაგრლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ბავშვთა ზრუნვის სფეროში სოციალური პოლიტიკის შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;

ბ) ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების  ხელშეწყობა;

გ) სოციალური მომსახურებების დაგეგმვის და ადმინისტრირების ეფექტური მექანიზმების შემუშავების კოორდინაციის მიზნით ინფორმაციის მიღება/დამუშავება, ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების შემუშავება და ცვლილებების განხორციელება;

დ) სახელმწიფო პროგრამების შესაბამისად, სოციალური მომსახურებების მიმწოდებელთა რეგისტრაცია;

ე) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სამართლებრივი ბაზის ფორმირების, განახლებისა და სრულყოფის წინადადებათა შემუშავება, სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება;

ვ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო სტრუქტურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო