დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობის საწარმოების ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.156.016218 |
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობის საწარმოების ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ" დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობის საწარმოების ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ" დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/01/2015; 040110030.35.156.016195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: ,,მუხლი 31.დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივარიზების განსაკუთრებული პირობები 1. დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, ამ ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას, მყიდველი ვალდებულია დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის გაცემიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. 2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია მისი მოქმედების ვადის განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 3. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი სრულ ოდენობამდე. 4. მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განმკარგავის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 5. დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ბრუნდება, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, მყიდველს დმანისის მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.“ ; ბ) 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,2. დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას – დმანისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები