დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წლის პროგრამა „ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში „ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 122 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 28/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №122
2010 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წლის პროგრამა „ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში „ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსების შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის პროგრამა „ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში „ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების (შემდგომში – სტუდენტები) სწავლის ღირებულების დაფინანსების მიზნით:
1. დააფინანსოს იმ სტუდენტთა სწავლის ღირებულება, რომლებიც ამ დადგენილების ძალაში შესვლის დროისათვის სწავლობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის, აგრეთვე დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა სწავლის ღირებულება (გარდა მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისა) დაფინანსდება „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებებით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტიდან (ორგანიზაციული კოდი _ 32 12 02) მათი ჩარიცხვის მომენტისათვის მოქმედი, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა სწავლის ღირებულება დაფინანსდება „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამების და გრანტების (ორგანიზაციული კოდი _ 32 13 01 02) ასიგნებიდან მათი ჩარიცხვის მომენტისათვის არსებული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის ღირებულების შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები