„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 805
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016489
805
23/10/2015
ვებგვერდი, 26/10/2015
040030000.22.034.016489
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №805

2015 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2013, სარეგისტრაციო კოდი – 040030000.22.034.016238)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესდების:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკადემია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ წესდებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“;

ა.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, 0178, გმირ კურსანტთა ქ.№1.“;

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიის მისიაა სამართლის, მათ შორის, საპოლიციო რეგულირების სფეროში არსებული ცოდნის თავმოყრა, საზოგადოების სერვისზე ორიენტირებული სტანდარტების შემუშავებით მისი განახლება და სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენებით სამინისტროსათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და ცოდნით აღჭურვილი, მაღალი ღირებულებებისა და პრინციპების, ასევე იურისტისათვის საჭირო უნარ-ჩვევების მქონე კადრების მომზადება.“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკადემიის მიზნები და ამოცანებია:

ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციის განმახორციელებელი ორგანოსათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება;

ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ფუნქციის განმახორციელებელი სხვა სახელმწიფო ორგანოებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;

გ) საჯარო და კერძო სექტორისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება;

დ) სტუდენტთა/მსმენელთა პატრიოტული, ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და  ზნეობრივი აღზრდა;

ე) საქართველოსა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივად აკადემიური უმაღლესი   საგანმანათლებლო პროგრამების  განხორციელება;

ვ) სტუდენტის/მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;

ზ) სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;

თ) აკადემიაში განათლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა;

ი) აკადემიის მიზნების განხორციელებისათვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

კ) მისიის აღსრულებისათვის ხელშემწყობი სხვა მიზნები და ამოცანები.“;

გ.ბ) მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) პროფესიული განვითარებისათვის, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავების და დახვეწის მიზნით, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას;“;

გ.გ) მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) აკადემიურ თანამდებობაზე მოიზიდავს წამყვან მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს პროფესიული ნიშნით, რომლებიც მეცნიერებისა და პრაქტიკის უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და სწავლების ახალი მეთოდოლოგიის დანერგვით წარმართავენ სასწავლო პროცესს;“;

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სპეციალური პროფესიული განათლებით სპეციალისტების მომზადება როგორც სამინისტროსათვის, ისე სხვა გასამხედროებული დაწესებულებებისათვის და აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა,  ასევე პოლიციის სისტემისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მომზადება, გადამზადება და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება.“;

დ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საჯარო და კერძო სექტორისათვის უმაღლესი განათლებით სპეციალისტების მომზადება;“;

ე) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის:

ე.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს აკადემიის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს;“;

ე.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სამართლის სკოლისა და პროფესიული მომზადების სამმართველოს წარდგინებით ამტკიცებს უმაღლეს და სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს/სასწავლო კურსებს;“;

ე.გ) „მ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;“;

ვ) მე-14 მუხლის:

ვ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალი ინიშნება ღია კონკურსის წესით შერჩეულ პირთაგან საკონკურსო ვადით. კონკურსი ტარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესდებისა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის მოთხოვნათა დაცვით.“;

ვ.ბ) მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სამართლის სკოლის უფროსის წარდგინებით შეიმუშავებს აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები სპეციალობის შიდა გამოცდების თემატიკას და სისტემას;“;

ვ.გ) მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:

„ი) სამართლის სკოლის უფროსის წარდგინებით რექტორის წინაშე დასამტკიცებლად წარადგენს აკადემიის მაგისტრატურაში მისაღები შიდა გამოცდების კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობას;

კ) სამართლის სკოლის უფროსის წარდგინებით შეიმუშავებს აკადემიაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მობილობით გადმომსვლელი სტუდენტებისათვის გასაუბრების/გამოცდების საკითხებს/პროგრამას, მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დადგენის მიზნით;

ლ) ახორციელებს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

ზ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. სპეციალური მომზადების ცენტრი

სპეციალური მომზადების ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ დანაყოფების თანამშრომელთა მომზადებასა და გადამზადებას, რომელთა საქმიანობის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან გამომდინარე საფრთხეების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა.“;

თ) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26. აკადემიის სტუდენტი

1. აკადემიის სტუდენტად იწოდება პირი, რომელიც ერთიანი ეროვნული ან საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხება აკადემიაში აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა). აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია, გაიაროს აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა (მისაღები) გამოცდა/გამოცდები, სამინისტროს სპეციალური სამედიცინო შემოწმება და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფიზიკური ნორმატივები, რომელთა დადებითად გავლის შემთხვევაშიც მაგისტრანტობის კანდიდატი ჩაირიცხება აკადემიაში სამაგისტრო პროგრამაზე.

2. აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წესი განისაზღვრება აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი