დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 04 მაისის №20 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016238 |
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის №20 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის №20 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 07/05/2015).
1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, ა) ოპერაციის ან სამედიცინო მომსახურებისათვის – 700 ლარამდე“. 2. შეტანილი იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით და მიიღოს გადაწყვეტილება დახმარების გაწევაზე იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საჭიროებენ სამედიცინო ან ფინანსურ დახმარებას. გამონაკლის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ბენეფიციარისათვის დახმარების ორმაგი ოდენობით გაცემის შესახებ, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა სიცოცხლისათვის. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები