დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის საქართველოში დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული განცხადებების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 მარტის№65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 120 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 28/04/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №120
2010 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის საქართველოში დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული განცხადებების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 მარტის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის საქართველოში დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული განცხადებების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 მარტის №65 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წ., №41, მუხ. 482) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის საქართველოში დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული განცხადებების განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე ცინცაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
მარიამ გელაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დარგობრივი განვითარების სამმართველოს უფროსის მოადგილე
ნიკოლოზ გოგილიძე – სსიპ – ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ იურიდიული და საავტორო სამართლის დეპარტამენტის უფროსი
ნოდარ კერესელიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ქურდიანი – სსიპ – ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსი
არჩილ ყარაულაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი
ალექსანდრე ხვთისიაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
მანანა შურღულაია – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) ექსპერტი (მთავარი სპეციალისტი).“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები