დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიასთან უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის ექიმი, პროფესორი სპირიდონ ვირსალაძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 375 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016083 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №375
2015 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიასთან უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის ექიმი, პროფესორი სპირიდონ ვირსალაძის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიასთან უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ შესახვევს მიენიჭოს ექიმი, პროფესორი სპირიდონ ვირსალაძისსახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები