„ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016224
39
09/10/2015
ვებგვერდი, 13/10/2015
010250050.35.138.016224
„ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2015 წლის 9 ოქტომბერი

ქ. ახალციხე

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის №5 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი 03/02/2015; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016190) დამტკიცებული დანართში და მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. დადებითი შეფასების მისაღებად და კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, ქვემოთ მოცემულ პოზიციებზე აპლიკანტმა უნდა გადალახოს ტესტების 55% -იანი ბარიერი:

ა. გამგებლის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში;

ბ.  წამყვანი სპეციალისტი გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში;

გ. უფროსი სპეციალისტი გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში;    “

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე