დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასალის ქუჩასთან მდებარე სპორტული მოედნისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული პოლიციის მაიორი ზურაბ ალთუნაშვილის სახელის მინიჭების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 374 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 02/10/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016082 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №374
2015 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასალის ქუჩასთან მდებარე სპორტული მოედნისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული პოლიციის მაიორი ზურაბ ალთუნაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასალის ქუჩა №111-ში მდებარე სპორტულ მოედანს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული პოლიციის მაიორი ზურაბ ალთუნაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი
დოკუმენტის კომენტარები