დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 123 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016333 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №
9 დადგენილების (www.matsne.gov.ge 12.08.2014 წ., 010250020.35.160.016219) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში – „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) მე-10 მუხლის მესამე ნაწილის „ჟ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) მერის ან შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის ინფორმაციას (მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხორციელდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.“; ბ) მე-10 მუხლის მესამე ნაწილის „რ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) მერის ან შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის თაობაზე; მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციული ერთეულში ვალდებულია აწარმოოს გაცემული აქტების სარეგისტრაციო ჟურნალი, უზრუნველყოს მის მიერ გაცემული ინფორმაციის (აქტების) აღრიცხვა-სისტემატიზაცია და გაცემული აქტების ასლების შენახვა.“; გ) მე-11 მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური“; დ) მე-12 მუხლის მეშვიდე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განსახორციელებელი პროგრამების განხორციელების თაობაზე კოორდინირებული მუშაობა შესაბამის დაწესებულებებთან; სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სოციალური დახმარებისა და შეღავათების გაწევა დამტკიცებული სოციალური პროგრამების ფარგლებში, დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად; დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელება; აგრეთვე, უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.“ . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა პირველი მუხლის „გ“ და „დ“ პუნქტებისა, რომელიც ძალაში შედის 2015 წლის 26 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები