ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოს მთავრობასა და ბელიზის მთავრობას შორის

ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოს მთავრობასა და ბელიზის მთავრობას შორის
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016353
25
01/10/2015
ვებგვერდი, 13/10/2015
480610000.03.030.016353
ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოს მთავრობასა და ბელიზის მთავრობას შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოს მთავრობასა და ბელიზის მთავრობას შორის

საქართველოს მთავრობა და ბელიზის მთავრობა,

სურთ რა, განავითარონ და გააძლიერონ ორ ქვეყანასა და ხალხს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის კავშირები თანასწორობის, ერთმანეთის სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის საფუძველზე.

ხელმძღვანელობენ რა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და 1961 წლის „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის პრინციპებითა და დებულებებით.

გადაწყვიტეს რა, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები ელჩების დონეზე, ამ ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის თარიღიდან.

მათი შესაბამისი ელჩების აკრედიტაცია განისაზღვრება შემდგომი შეთანხმებით.

შესრულებულია ქ. ნიუ იორკში 2015 წლის 1 ოქტომბერს.

 

საქართველოს მთავრობის სახელით                                  ბელიზის მთავრობის სახელით

საქართველოს ვიცე-პრემიერი,                                    ბელიზის გენერალური პროკურორი

საგარეო საქმეთა მინისტრი                                                         საგარეო საქმეთა მინისტრი

მისი აღმატებულება                                                                                მისი აღმატებულება

 

ბატონი გიორგი კვირიკაშვილი                                        ბატონი ვილფრედ პიტერ ელრინგტონ