დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.113.016240 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/08/2014, ს/კ:010260020.35.113.016160) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
|
დადგენილების დანართის სახით დამტკიცებულ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებას“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 მუხლი:
|
„მუხლი 341. გამგებლის მიერ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენა
1. გამგებელი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, აპრილის თვის პირველ პარასკევს, მოაწყოს საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინოს მათ წერილობითი ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ, აგრეთვე უპასუხოს ანგარიშის განხილვისას ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. 2. ანგარიში გამგებლის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს სპეციალური ფორმის მიხედვით, რომელსაც, გამგებლის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო. 3. გამგებელი ვალდებულია ანგარიშის წარდგენის თარიღის, ადგილის და დროის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, აგრეთვე საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე – ანგარიშის წარდგენამდე არანაკლებ 7 დღით ადრე მაინც. 4. გამგებლის ანგარიშის მოსმენა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში ან მასმედიის ელექტრონული საშუალებებით (მაგალითად, სატელევიზიო ეთერში ინტერაქტიული უკუკავშირის უზრუნველყოფით). 5. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური ვალდებულია გამოაქვეყნოს გამგებლის ანგარიშის ტექსტი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ანგარიშის წარდგენიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში. 6. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამგებლის ანგარიშის საჯარო მოსმენას. 7. ანგარიშის მოსმენის შემდეგ შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს ეძლევათ საშუალება, გამოთქვან თავიანთი შენიშვნები და წინადადებები და შეაფასონ გამგებლის საქმიანობა.“. |
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები