ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 16/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016186
27
08/10/2015
ვებგვერდი, 13/10/2015
010260020.35.136.016186
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №27

              2015 წლის 8 ოქტომბერი

                     დაბა ხულო

 

„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №22 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება:

1.   დებულების   მე-5   მუხლის   მესამე   პუნქტს   დაემატოს   „ვ“   ქვეპუნქტი   შემდეგი რედაქციით:

„ვ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის   ადგილწარმოშობის,   პირის   კონკრეტულ   მისამართზე ცხოვრების, აგრეთვე ოჯახის შემადგენლობის  ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ერთეულში დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი.“.

2.  დებულების  მე-12  მუხლის  მესამე  პუნქტს  დაემატოს  „დ“  ქვეპუნქტი  შემდეგი  რედაქციით:

„დ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების, აგრეთვე ოჯახის შემადგენლობის  ფაქტს.“.

3.   დებულების  მე-12  მუხლს  დაემატოს  მე-5,  მე-6,  მე-7,  მე-8   პუნქტები  შემდეგი რედაქციით:

„5. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი და საკუთარი ბლანკი ხულოს მუნიციპალიტეტში შემავალი      შესაბამისი      ადმინისტრაციული      ერთეულის სახელწოდების აღნიშვნით.

6. ბეჭდის გამოყენებაზე უფლებამოსილია გამგებლის წარმომადგენელი.

7. ბეჭედი გამოიყენება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ შედგენილ და ამ მუხლის   მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ ცნობებზე.

8. ბეჭდის გამოყენებისას ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობისა და ხელმოწერის ადგილი.“.

4.  დებულებას დაემატოს 121 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 121. საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრებისა და ოჯახის შემადგენლობის ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობის გაცემის წესი

1. ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, პირის   კონკრეტულ   მისამართზე   ცხოვრებისა   და   ოჯახის შემადგენლობის ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმებს ამტკიცებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით.

2.   ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს  გაცემული ცნობების ასლები.“.


მუხლი 2. მიღებული დადგენილება გადაეგზავნოს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას.

მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე