დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 523 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.018909 |
|
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის XXV1 თავი:
„თავი XXV1 საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საჯარო თანამდებობები
მუხლი 341 1. წამყვანი საჯარო თანამდებობა: ა) დეპარტამენტის თავმჯდომარე; ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; გ) სამმართველოს უფროსი; დ) სამსახურის უფროსი; ე) არქივის უფროსი. 2. უფროსი საჯარო თანამდებობა: ა) ქსელის ადმინისტრატორი; ბ) ბაზების ადმინისტრატორი; გ) ნეტადმინისტრატორი; დ) ვებადმინისტრატორი; ე) მთავარი სპეციალისტი. 3. უმცროსი საჯარო თანამდებობა: ა) სპეციალისტი; ბ) დამხმარე მოსამსახურე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები