დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 08/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016017 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 03.08.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016004) დამტკიცებული დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:
|
1.
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ადმინისტრაციაში დასანიშნი კანდიდატების განხილვას და შერჩევას, სამსახურის უფროსს წარუდგენს ადმინისტრაციაში შესაბამის თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატებს/მოსამსახურეებს, მოსამსახურეთა მივლინების საკითხებს და წახალისების შესახებ წინადადებებს; უზრუნველყოფს სასწავლო კურსებზე გასაგზავნ მოსამსახურეთა შერჩევას; სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციის ან/და მასში შემავალი დანაყოფის (დანაყოფების) სამსახურებრივ ინსტრუქციას/რეგლამენტს მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქციამოვალეობების განსაზღვრის შესახებ; ადმინისტრაციის პირად შემადგენლობას განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს; ადმინისტრაციაში პირის შტატგარეშე მოსამსახურედ მიღებისას ადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობებს;“. |
2.
მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო (ცენტრალური კანცელარია);“. |
3.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს (ცენტრალური კანცელარია) კომპეტენცია: საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო (ცენტრალური კანცელარია): ა) ახორციელებს საქმისწარმოების ორგანიზებასა და საერთო კოორდინაციას; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საერთო კოორდინაციას და მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას; გ) უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება) ორგანიზებას, კანონმდებლობით განსაზღვრული საქმისწარმოების ერთიანი წესების შესრულების კონტროლს, ამ მიზნით ადმინისტრაციის უფროსის თანხმობით, სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების გეგმურ და არაგეგმურ შემოწმებას; დ) აღრიცხავს კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებს და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლსა და ანალიზს (ვადების მიხედვით); ე) უზრუნველყოფს სამსახურის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნას, ასევე ადმინისტრაციის დანაყოფების მიერ მომზადებული დოკუმენტების დარეგისტრირებასა და ადრესატამდე დაგზავნას; ვ) დადგენილი წესით ახორციელებს მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების მიღებას, აღრიცხვას, მათი სამსახურის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი დანაყოფებისათვის დაგზავნას, აღნიშნული დოკუმენტების შესრულების კონტროლსა და ანალიზს (ვადების შესაბამისად); ზ) უზრუნველყოფს სამსახურში გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების დამზადებას, გამოყენებასა და შენახვის კონტროლს; თ) უზრუნველყოფს სამსახურში ბეჭდების, შტამპების და ინდივიდუალური სარგებლობის ლუქების დამზადების ორგანიზებას და ცენტრალიზებულ აღრიცხვას; ი) უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციის თანამშრომელთა სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მისაღებად შესაბამისი პროცედურების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები