დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 08/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016018 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №8 ბრძანებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge, 03.08.2015წ., 130000000.63.075.016008) დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს გენერალურ ინსპექციაში დასანიშნი კანდიდატების განხილვას და შერჩევას, სამსახურის უფროსს წარუდგენს გენერალურ ინსპექციაში შესაბამის თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატებს/მოსამსახურეებს, ასევე მოსამსახურეთა მივლინების საკითხებს; უზრუნველყოფს სასწავლო კურსებზე გასაგზავნ მოსამსახურეთა შერჩევას; სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალური ინსპექციის ან/და მასში შემავალი დანაყოფის (დანაყოფების) სამსახურებრივ ინსტრუქციას/რეგლამენტს მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ; გენერალური ინსპექციის პირად შემადგენლობას განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს; გენერალურ ინსპექციაში პირის შტატგარეშე მოსამსახურედ მიღებისას ადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობებს; სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს გენერალური ინსპექციის საქმიანობის ორგანიზების შესახებ;“. |
2.
მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური.“. |
3.
მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ახორციელებს სამსახურის სისტემაში შემავალი დანაყოფების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და გადაცდომების ანალიზს, შეისწავლის მოპოვებულ მასალებს, ინფორმაციას და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი მიზეზების აღმოსაფხვრელად;“. |
4.
მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
5.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური: ა) სამსახურის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზებას, ინსპექციაში შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, საკონტროლო დავალებათა შესრულების ორგანიზებას და საქმისწარმოებას. ბ) ორგანიზებას უწევს გადაცემული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვას და შენახვას, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა მოთხოვნით მატერიალური ფასეულობების მიწოდებას, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოებას; გ) ორგანიზებას უწევს ინსპექციაში ჩასატარებელ თათბირებსა და შეხვედრებს, უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას, მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას; დ) გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები