დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 67 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 08/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016019 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №7 ბრძანებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge; 03/08/2015; 130000000.63.075.016007) დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება.“. |
2.
მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში დასანიშნი კანდიდატების განხილვას და შერჩევას, სამსახურის უფროსს წარუდგენს მთავარ სამმართველოში შესაბამის თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატებს/მოსამსახურეებს, მოსამსახურეთა მივლინების საკითხებს და წახალისების შესახებ წინადადებებს; უზრუნველყოფს სასწავლო კურსებზე გასაგზავნ მოსამსახურეთა შერჩევას; სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი სამმართველოს ან/და მასში შემავალი დანაყოფის (დანაყოფების) სამსახურებრივ ინსტრუქციას/რეგლამენტს მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქცია მოვალეობების განსაზღვრის შესახებ; მთავარ სამმართველოში პირად შემადგენლობას განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს; მთავარ სამმართველოში პირის შტატგარეშე მოსამსახურედ მიღებისას ადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობებს;“. |
3.
მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
4.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების კომპეტენციაა: ა) სამსახურის ადმინისტრაციასთან (დეპარტამენტი) კოორდინაციით, მთავარ სამმართველოში შემოსული და გასული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაციის აღრიცხვა, კორესპონდენციის დამუშავება-დახარისხება და დანიშნულებისამებრ დანაწილება, საიდუმლო საქმისწარმოება; ბ) ხელმძღვანელობის დავალებით წერილების მომზადება; გ) სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტთან კოორდინაციით მთავარ სამმართველოში შემავალ ქვედანაყოფებზე მატერიალური ფასეულობების გადანაწილება, მთავარი სამმართველოს წლიური და მიმდინარე საჭიროებების თაობაზე მონაცემების სისტემატიზაცია და ეკონომიკურ დეპარტამენტში წარდგენა; დ) სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტთან კოორდინაციით მთავარ სამმართველოზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა; ე) კანონმდებლობის შესაბამისად სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები