დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 08/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016021 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანებით (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი - 130000000.63.075.016013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება.“. |
2.
დებულების მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „დ“ ქვეპუნქტი. |
3.
დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების კომპეტენცია სამსახურის ადმინისტრაციასთან (დეპარტამენტი) კოორდინაციით, ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება: ა) ახორციელებს სამსახურის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შემოსული დოკუმენტების ადრესატებთან დაგზავნას; ბ) უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში მატერიალური სახით შემოსული ან ადგილზე მომზადებული დოკუმენტაციის დამუშავება-რეგისტრაციას და ადრესატებთან დაგზავნას; გ) უზრუნველყოფს ნამსახურობის შესახებ ცნობებისა და შემოვლის ფურცლის რეგისტრაცია-დაგზავნას; დ) უზრუნველყოფს კადრების მთავარ სამმართველოში შემოსული შიდაუწყებრივი, უწყებათშორისი და ადგილზე მომზადებული საიდუმლო დოკუმენტაციის დამუშავებას, რეგისტრაციას და შემსრულებლისათვის გადაცემას; ე) უზრუნველყოფს საქმეთა ნომენკლატურის შედგენას, ჟურნალებისა და კარტოთეკების ფორმირება-გაფორმებას, მათ შენახვას და მომზადებას არქივში გადასაცემად; ვ) უზრუნველყოფს მთავარ სამმართველოში განსახილველად შემოსული მოქალაქეების განცხადება-საჩივრების შესრულების ვადების კონტროლს; ზ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს საჯარო სამსახურის ბიუროდან შემოსულ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შესავსებად საჭირო კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი წერილის ადრესატისთვის გადაცემას; თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ან სამსახურის უფროსის დავალებით სხვა უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები