„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 127
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016542
127
08/10/2015
ვებგვერდი, 09/10/2015
100110000.22.038.016542
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №127

2015 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული  დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №157 ბრძანებაში (სსმ,149, 15/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფსიქიატრიული კომისია  (შემდგომში – კომისია)  განიხილავს  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში დაწესებულება) მყოფ ფსიქიკური აშლილობის ნიშნების მქონე მსჯავრდებულთა (რომლის მიმართაც დასრულდა სამართალწარმოება) მდგომარეობას „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და პატიმრობის კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად, მათი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შემდგომი გადაყვანის საკითხის მოწესრიგების მიზნით.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. კომისიის კომპეტენცია

1. კომისია, შესაბამისი დაწესებულების ექიმის მიმართვის საფუძველზე, შეისწავლის მსჯავრდებულის (რომლის მიმართაც დასრულდა სამართალწარმოება) ფსიქიკურ მდგომარეობას. შემოწმება საჭიროებისამებრ შეიძლება განხორციელდეს ამბულატორიულად.

2. შემოწმების შედეგების შესაბამისად კომისია იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის (რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება), არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზანშეწონილობის თაობაზე.

3. კომისია მიმართვის მიღებიდან 5 დღის ვადაში შეისწავლის   მსჯავრდებულის (რომლის მიმართაც დასრულდა სამართალწარმოება) ფსიქიკურ მდგომარეობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

4. კომისიის დასკვნა მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაეგზავნება შესაბამის დაწესებულებას.

5. კომისიის საქმიანობას უშუალოდ ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ფუნქციებს კომისიის სხვა წევრებს შორის.

6. თუ კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, დაწესებულება კომისიის დასკვნის საფუძველზე  მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის შემადგენლობაში მინიმუმ 2 წევრი არის უმაღლესი განათლების მქონე, დადგენილი წესით სერტიფიცირებული ექიმი – ფსიქიატრი, 1 წევრი  –  დაწესებულების ექიმი და 1 წევრი – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ ხულორდავა