„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2014 წლის 17 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 128
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 020080000.22.038.016543
128
08/10/2015
ვებგვერდი, 12/10/2015
020080000.22.038.016543
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2014 წლის 17 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2014 წლის 17 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №128

2015 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2014 წლის 17 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული  დახმარების საკითხთა მინისტრის 2014 წლის 17 იანვრის №6 ბრძანებაში (სსმ,020080000.22.038.016263, 20.01.2014წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1.  მე-2  მუხლის  პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (დანართი №1) ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ  იგი ჩადენილია სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული დაკავების ოქმს (დანართი №2) ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე  მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ხაზის ნაცვლად გამოყენებულია მიკროტექსტი, სადაც იკითხება: „ინსპექტირების სამმართველო“.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ ხულორდავა