„შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 08/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 20/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 230210000.19.012.016069
29
08/10/2015
ვებგვერდი, 12/10/2015
230210000.19.012.016069
„შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
„შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №29

2015 წლის 8 ოქტომბერი

ქ.თბილისი

 

„შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი (სსმ, ვებგვერდი 230.210.000.19.012.016.001 10/02/2011) დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დებულება განკუთვნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) სტრუქტურული ერთეულებისათვის.

 3. დებულება არეგულირებს შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის (შემდგომში – სამსახური) გადაცემის პირობებსა და წესებს.“.

2.  მე-2 მუხლის „ა“ - „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შემოსავლების სამსახური – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული, რომლის ფუნქციაა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული პროცედურების, საბაჟო ზედამხედველობისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის განხორციელება; 

ბ) მონიტორინგი – შემოსავლების სამსახურის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სამსახურის ნორმატიული აქტების შესაბამისად  მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირების იდენტიფიკაცია, მათ შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სამსახურისათვის წარდგენა კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით;

გ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა მისი მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;“.

 

3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;“.

4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს საბაჟო საზღვარზე პირების მიერ გადაადგილებული ან/და გაგზავნილი/მიღებული ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების დეკლარირება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე ჯამური ნომინალური ღირებულებით  30 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე სხვა ვალუტაში მეტი ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირების იდენტიფიკაცია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების  გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირების იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია, შენახვა და სამსახურისათვის წარდგენა;“;

ბ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი ანგარიშგების ფორმებისა და სხვა მასალების (ინფორმაციის) სამსახურში წარდგენის წესი.“;

გ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე–5 მუხლის პირველი - მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს საზღვარზე გადაადგილებული 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების − გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირების იდენტიფიკაცია.

2. ფიზიკური პირის იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს დადგინდეს შემდეგი მონაცემები:

ა) სახელი, გვარი;

ბ) მოქალაქეობა;

გ) პასპორტის (პირადობის მოწმობის) ნომერი ან/და პირადი ნომერი;

დ) დაბადების ადგილი და თარიღი;

ე) მუდმივი (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ადგილი.“.

7. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. იურიდიული პირის (ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) იდენტიფიკაციის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს დადგინდეს შემდეგი მონაცემები:

ა) სრული სახელწოდება;

ბ) საქმიანობის საგანი;

გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის ან წარმომადგენლობის შემთხვევაში, როგორც მისი მისამართი, ასევე სათავო დაწესებულების მისამართი)/ რეგისტრაციის ადგილი;

დ) ფაქტობრივი მისამართი;

ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (რეზიდენტის შემთხვევაში).

42. რეზიდენტი იურიდიული პირის (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ ან ამონაწერი სამეწარმეო (სხვა შესაბამისი) რეესტრიდან და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. არარეზიდენტი იურიდიული პირის იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტებია წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული, ქართულ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დადასტურებული სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ან რეგისტრაციის დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დადასტურებული ასლი, ხოლო „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზების მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1951 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შემთხვევაში, რომლებიც აგრეთვე არიან „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენციის წევრი სახელმწიფოები, სადამფუძნებლო დოკუმენტაციისა და რეგისტრაციის დოკუმენტის ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება სავალდებულო არ არის.“.

8. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირების მიერ შევსებული შესაბამისი საბაჟო  დეკლარაცია შეინახოს დეკლარაციის შევსების მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. თუ საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი დოკუმენტებისა და ჩანაწერების შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. 6 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება, აგრეთვე, ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმები ელექტრონული სახით (ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმების შემთხვევაში – ეს უკანასკნელიც).“.

 

9. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოსავლების სამსახური მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციას ამ მუხლით დადგენილი წესით ანგარიშგების ფორმებისა და სხვა სახით აწვდის სამსახურს.“.

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება გულისხმობს მონიტორინგის განხორციელებაზე შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელი თანამშრომლის ან ამ მიზნებისათვის შექმნილი სპეციალური სტრუქტურული ერთეულის მიერ ანგარიშგების ფორმების შევსებასა და ელექტრონულად გაგზავნას (წარდგენას) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით და სამსახურის მიერ მისი მიღების დადასტურებას. ნაბეჭდი ფორმით ანგარიშგების ფორმა სამსახურს ეგზავნება ამ დებულებით დადგენილი წესით ელექტრონული ფორმით მისი გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში. ანგარიშგების ფორმა გაგზავნილი უნდა იქნეს ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების:

ა) შემოტანისას - ფიზიკური პირის მიერ საბაჟო საზღვარზე გადაადგილების შემთხვევაში საბაჟო საზღვრის გადაკვეთიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში - პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრიდან ან დროებითი შენახვიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში;

ბ) გატანისას - საბაჟო საზღვარზე გადაადგილებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.“;

 გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში, ან თუ არსებობს ვარაუდი ან წინასწარი ინფორმაცია, რომ პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, ან მის მიერ გადაადგილებული ან/და გაგზავნილი/მიღებული ნაღდი ფული ან/და ჩეკები ან/და სხვა ფასიანი ქაღალდები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – ანგარიშგების ფორმა გაგზავნილ, (ან წარდგენილი) უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი, ასევე, უნდა გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.“.

დ)  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამსახურს ამ მუხლით დადგენილი წესით ეგზავნება ასევე ინფორმაცია იმ პირის შესახებ, რომელმაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაიტანა ან გადმოიტანა ან გააგზავნა ან მიიღო მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფული და/ან ჩეკები და/ან სხვა ფასიანი ქაღალდები.“.

10. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანებით განსაზღვრულ ან უკანონო შემოსავლის ლეგალიზების პროცესთან, სამსახურის წერილობითი მითითებების შესაბამისად, შესაძლოდ დაკავშირებულ პირთა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება და სხვა კონკრეტული ფაქტები (გარემოებები) სამსახურს უნდა ეცნობოს ანგარიშგების ფორმის წარდგენის ამ დებულებით განსაზღვრული წესით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსიმიხეილ როინიშვილი